თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრი ნაძალადევის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ნაძალადევის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბრიგადა გამოძახებიდან ფილიალში ბრუნდებოდა.

„გუშინ, გვიან საღამოს თბილისის ნაძალადევის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ცენტრის ექიმები და მძღოლი. დაშავებულები ჰოსპიტალიზირებულები არიან კლინიკებში. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთის - სტაბილურად მძიმე. წინასწარი მოკვლევით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“, - აღნიშნულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა