ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილოება. ისინი ჩინეთის მიერ მიღებულ კანონს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ჩინეთს უფლება ექნება ჰონგ-კონგში დაკავებული პატიმრები ჩინეთის სხვა ნაწილში გადაიყვანოს და იქ გაასამართლოს.

ჰონგ-კონგში მიიჩნევენ, რომ ეს მათი უფლებების უხეში დარღვევაა და ოფიციალური პეკინისგან მოითხოვენ მათ საქმეში არ ჩაერიონ.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც მე-19-მე-20 საუკუნეებში ბრიტანეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. ის მხოლოდ 1997 წელს გადაეცა ჩინეთს იმ პირობით, რომ ჩინეთი არ ჩაერეოდა ჰონგ-კონგის შიდა საქმეებში და იმუშავებდა პრინციპი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

იხილეთ ვიდეო: ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია