გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილმა საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა, რაც არ შეესაბამება მის სტატუსს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა ერთ-ერთი კანდიდატის აშკარა მხარდაჭერითა და ოპონენტ მხარეზე ძალიან უხეში თავდასხმით, - აღნიშნული განცხადებით გიორგი მარგველაშვილს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

“ვფიქრობ, ეს ამ პიროვნების არც სტატუსს შეესაბამება და არსებობს გარკვეული ჯენლტმენური შეთანხმებაც, რომ ასეთი აშკარა მხარდამჭერი განცხადებები არ გაკეთდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

“იმედი მაქვს, მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბიძნურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებრძოლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იყო წარმოებული. არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას იმის განცდით, თითქოს ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მჯერა, რომ მთაწმინდელები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ოლქის საარჩევნო უბანთან, ხმის მიცემის შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა