გიორგი გახარია - ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება

ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად, მით უმეტეს მთაწმინდაზე, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გახარიამ მიმართა ჟურნალისტებს, მიაწოდონ ინფორმაცია თუკი სადმე კრიმინალურმა ავტორიტეტებმა კანონი დაარღვიეს და პირობა დადო, რომ მის უწყებას ამაზე უმკაცრესი რეაგირება ექნება. ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას ვერავის შეუზღუდავს.

„თუ სადმე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, ან რაიმე სახით შეუზღუდეს ჩვენს მოქალაქეებს გამოხატვის, ხმის მიცემის თავისუფლება, მოგვეცით ეს ინფორმაცია და ამაზე მკაცრი და სწრაფი რეგირება გვექნება“, - განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრმა ასევე ერთ-ერთი დამკვირვებლისთვის, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მხარდამჭერის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა.

„ყველა, ვინც ვინმეს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ აქვს მნიშვნელობა ვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, პოზიციას თუ ოპოზიციას, ყველა იქნება დასჯილი“, - განაცხადა შს მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა