სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატი ვალერი ლომუაშვილი - არასდროს ვიქნები ან ტექნიკური კანდიდატი ან ვინმეს გასაყვანად შექმნილი

მე არასოდეს არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები რაიმე სახის ტექნიკური კანდიდატი ან ვინმეს გასაყვანად შექმნილი პიროვნება, რომელიც საკითხისთვის ფორმალურადაა დაყენებული, - აღნიშნული შინაარსის განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატმა ვალერი ლომუაშვილმა გააკეთა.

მან არასამთავრობო სექტორის კრიტიკასაც უპასუხა და სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „თავისი არსით ეს სამსახური დამოუკიდებელია. თუ ნეიტრალიტეტს არ შეინარჩუნებს, თავის მნიშვნელობას დაკარგავს. ყველანაირად ვეცდები, ჩემი არჩევის შემთხვევაში მაქსიმალურად გადავდგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც საზოგადოების მოლოდინებს გაამართლებს და ამ დამოკიდებულებას, რომელიც სამოქალაქო სექტორში არსებობს, პოზიტიური მიმართულებით შეცვლის. მე შემიძლია გითხრათ, რომ გასაუბრების ეტაპზე ჩემი მონოლოგის 80% სამსახურის ფუნქციონირებასთან და განვითარებასთან მიმართებაში ჩემეულ ხედვას ეხებოდა. აქედან გამომდინარე, მე ნათელი წარმოდგენა მაქვს და თუ ჩემი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებდა კომისიას, მე აუცილებლად დავიბლოკებოდი და არ მექნებოდა საშუალება ჩემი ხედვა პარლამენტის წინაშე წარმედგინა. კრიტერიუმები წესრიგში რომ არ მქონოდა, დარწმუნებული ვარ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ მომეცემოდა. თქვენ რომ ჩემი განვლილი ცხოვრების ეტაპს იცნობდეთ, ამ კითხვას ალბათ არ დამისვამდით. მე არასოდეს არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები რაიმე სახის ტექნიკური კანდიდატი ან ვინმეს გასაყვანად შექმნილი პიროვნება, რომელიც საკითხისთვის ფორმალურადაა დაყენებული“, - განაცხადა ვალერი ლომუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა