„საზოგადოება ივერიისა“ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს აცხადებს

„საზოგადოება ივერიისა“ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს აცხადებს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შესაქმნელად. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი „ივერიისა“ ავრცელებს.

„2019 წლის 8 მაისს საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისა“-ს მიერ ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისა“ 10 ივნისს აცხადებს საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსს მხარეთა ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შესაქმნელად.

კონკურსი ღიაა და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ არქიტექტორს/არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკონკურსო პირობებისა და ტექნიკური დავალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „საზოგადოება ივერიისა“-ს ვებ და facebook გვერდებზე: www.iveriisa.ge და https://www.facebook.com/iveriisa/ ასევე შემდეგ ვებგვერდებზე: www.jobs.ge, www.hr.ge, www.etenders.ge

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას/საპროექტო ჯგუფს გამოავლენს საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისა“-ს წარმომადგენლებისაგან.

კონკურსით მოთხოვნილი პროექტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ივლისი. საკონკურსო კომისია იმუშავებს 2019 წლის 25 აგვისტომდე. შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 28 აგვისტოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა