40 წლის მამაკაცს,  რომელსაც ლაგოდეხში მცხოვრები 16 წლის  გოგო  გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა

40 წლის მამაკაცს, რომელსაც ლაგოდეხში მცხოვრები 16 წლის გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში 40 წლის კაცს ბრალდება ცოტა ხნის წინ გააცნეს, თუმცა ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც ბრალდებულის უფლებადამცველმა განაცხადა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე საუბარი არ სურს.

„გადმომეცა ბრალდების მასალები,მაგრამ ჯერ არ გავცნობილვარ. მომხდართან დაკავშირებით ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან მქონდა საუბარი, თუმცა შინაარსის დაკონკრეტებისაგნ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, - განმარტა ადვოკატმა ზურაბ ზურაბაშვილმა.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა. 40 წლის კაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე გუშინ საღამოს დააკავეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე,გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პროცესი ხვალ გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2020
ვახტანგ ხმალაძე - ეუთო/ოდირის პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებაზე სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე უნდა იყოს
გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!
თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა
სილქნეტმა გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
გეოგრაფიკი და კოლიერსი აბასთუმნის განვითარების პროექტის შესახებ
"ლიბერთი ბანკსა" და "ევექსი კლინიკებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"სილქნეტი" აგრძელებს ოპტიკური ქსელის განვითარებას რეგიონებში - დაფარვის ზონას დაემატა დუშეთი