ნაზი ჯანეზაშვილი - საჭიროა ისეთი რეფორმის გატარება,  რომ ყველა მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, გარკვეული დროით  იყოს სასამართლოს თავმჯდომარე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღაში ბევრი ცვლილება შედის, რომელიც იუსტიციის საბჭოს საქმიანობას ეხება.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგიერთი საკითხი ზუსტდება, რაც კარგია. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების მიღებასთან დაკავშირებით კეთდება ჩანაწერი, რომ სკოლა მიიღებს მსმენელებს. გარდა ამისა, ბევრი სხვა ისეთი იდეები განხორციელდება კანონით, რომელიც სამომავლოდ გარკვეულ ცვლილებებს მოიტანს სასამართლო სისტემაში.

„თუმცა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეისთვის არის თავმჯდომარეთა ინსტიტუტი, რომელიც შიდა სრუქტურული პრობლემაცაა, რადგან მოსამართლეები თავმჯდომარეებს აღიქვამენ, როგორც უფროსებს. საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩამოყალიბდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სისტემა არის რადიკალურად შესაცვლელი. საჭიროა ისეთი რეფორმის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს სასამართლოს თავმჯდომარე გარკვეული დროით და არ აღიქვამდეს თავს უფროსად", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდა .

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა