პაატა იმნაძე - ჯერჯერობით წითელა თავს არ გვანებებს

წითელას გადაცემა ასეთ სიცხეში ჩერდება-ხოლმე, მაგრამ დღეში 5-10 შემთხვევა მაინც არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აცრილია 140 000-მდე მოქალაქე და კიდევ ერთი ამდენი მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ „წითელამ თავი დაგვანებოს“.

„ჯერჯერობით კი წითელა თავს არ გვანებებს. მისი გადაცემა ჩვეულებრივ, ასეთ სიცხეში ჩერდება-ხოლმე, მაგრამ ახლა არ გაჩერებულა და დღეში 5-10 შემთხვევა მაინც არის. ისევ და ისევ, ვინც არ არის აცრილი, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს ეხება და 20-დან 40 წლამდე, ნუ დაიყენებენ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. მინდა, მივმართო ძირითადად ტურისტულ ბიზნესში დაკავებულ ადამიანებს - ამ ასაკის ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს მათ დაწესებულებებში და კარგად ნახონ, თავიანთი თანამშრომლები აცრილები არიან თუ არა. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც სასტუმროში თანამშრომელმა ტურისტებს გადასდო წითელა. ან შეიძლება, ეს კაზინოში და მსგავს დაწესებულებებში მოხდეს. ასე რომ, მსგავს ბიზნესებს მოვუწოდებ, აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყება და უბრალოდ, მზად იყვნენ, მოუწოდონ თანამშრომლებს აცრისკენ", - განაცხადა იმნაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი