„კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ განცხადებას ავრცელებს

სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთი) განცხადებას ავრცელებს. „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ პორტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტვირთების გამტარუნარიანობა გაიზრდება 1 მილიონ TEU-მდე (ოცფუთიანი კონტეინერის ეკვივალენტი), ხოლო 60,000 ტონიან (პანამაქსის ტიპის) ნაყარი ტვირთის გემებს ნავსადგურის ახალი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები გაუწევს ეფექტურ მომსახურებას. მათივე თქმით, ჯამში, ნავსადგურის წლიური ტვირთების გამტარუნარიანობა დამატებით 10 მილიონი ტონით გაიზრდება.

„ფოთის საზღვაო ნავსადგური მისი დაარსებიდან, ჯერ კიდევ 1858 წლიდან, წარმოადგენს კავკასიის რეგიონის სატრანსპორტო კარიბჭეს. აღნიშნული სტრატეგიული მნიშვნელობის ნავსადგურის განვითარების შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად, სამომავლო ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ნავსადგურის გაფართოების წინასწარი გეგმა, რომელიც თვალისწინებს 250 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება გაზრდის საქართველოში წარმოებული ბიზნესების კონკურენტულ უპირატესობას და ექნება პირდაპირი გავლენა მომხმარებლებზე. გამოყენებულ იქნება ფოთის საზღვაო ნავსადგურის არსებული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ბაზები ფოთში, ქალაქში, რომლის 41,000-იანი მოსახლეობა ეკონომიკურად სრულადაა დამოკიდებული ნავსადგურზე.

2018 წლის დასაწყისიდან, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთი) ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროგრესული გეგმის შექმნა-განვითარებაზე თანამშრომლობა დაიწყო ქართულ პარტნიორთან - „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“. აღნიშნული გეგმის თანახმად, 1640-მეტრიანი დამცავი მოლი ახალ ნავსადგურს დაიცავს არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობების უარყოფითი ზეგავლენისა და მდინარე რიონის მიერ ჩამოტანილი ნაშალი მასალისაგან. ამასთან, 700-მეტრიანი ნავმისადგომი მოემსახურება უფრო დიდი ზომის და ეფექტურ სატვირთო გემებს, ხოლო 25 ჰექტარის ფართობის საკონტეინერო ტერიტორია შექმნის ტვირთნაკადის გაზრდისა და საქართველოს სარკინიგზო სისტემის უკეთ მომარაგებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობებსაც.

გაფართოების შემდეგ, ნავსადგურს ექნება საშუალება, მოემსახუროს 300 მეტრამდე სიგრძის გემებს 13.5-14.5 მეტრი სიღრმის მქონე ორ ნავმისადგომზე. 400 მეტრიანი ნავმისადგომი მოეწყობა ნაყარი, 300 მეტრიანი ნავმისადგომი კი - კონტეინერიზებული ტვირთებისათვის.

სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ამწეები, ნაყარი ტვირთების დასამუშავებელი სპეციალიზებული მტვირთველები და უშუალოდ ნავმისადგომის სიახლოვეს განლაგებული ტვირთების დასასაწყობებელი მოცულობითი ობიექტები საქართველოს საშუალებას მისცემს გახდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პარტნიორი მომხმარებლებისთვის მთელს რეგიონში.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტვირთების გამტარუნარიანობა გაიზრდება 1 მილიონ TEU-მდე (ოცფუთიანი კონტეინერის ეკვივალენტი), ხოლო 60,000 ტონიან (პანამაქსის ტიპის) ნაყარი ტვირთის გემებს ნავსადგურის ახალი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები გაუწევს ეფექტურ მომსახურებას. ჯამში, ნავსადგურის წლიური ტვირთების გამტარუნარიანობა დამატებით 10 მილიონი ტონით გაიზრდება.

მოსალოდნელია, რომ ახალი ნავსადგური მომხმარებლებისათვის, უფრო დიდი ზომის გემების მიღების შესაძლებლობით, ტვირთების დასაწყობების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით და მსოფლიო დონის საპორტო ოპერატორით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურებას და მოიზიდავს იმ ნაყარ ტვირთებს, რომლებიც ამჟამად არ მოძრაობს საქართველოს სატრანსპორტო ქსელში“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა