12 ივნისს საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის თანამშრომლობით 12 ივნისს, საბიბლიოთეკო დღეების დახურვის ღონისძიება გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება ბიბლიოთეკარის დღე, რომელიც, ტრადიციულად, 30 აპრილს დაიწყო. წელს საბიბლიოთეკო დღეების დახურვა თსუ-ს ბიბლიოთეკაში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება შემდეგი გამოფენები: „თსუ-ს საგანძური“ (დამთვალიერებელი თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებში დაცულ უნიკალურ, მათ შორის ავტოგრაფიან წიგნებს იხილავს. პირველად გამოიფინება ანტონ II კათალიკოსის ფერწერული პორტრეტი, რომელიც 1930-იანი წლებიდან ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული. როგორც ცნობილია, ანტონ II-ის სულ რამდენიმე პორტრეტია შემორჩენილი), „სახელოვანი ბიბლიოთეკარები“ (ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ცნობილი ბიბლიოთეკარების ცხოვრებასა და შემოქმედებას), „ნაშრომები საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ (ბიბლიოთეკათმცოდნეების ნაშრომები საბიბლიოთეკო დარგის შესახებ).

მათივე ინფორმაციით, მოეწყობა მრგვალი მაგიდა, სადაც განხილვის თემა იქნება წიგნებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი და საქართველოს კანონმდებლობა საბიბლიოთეკო დარგის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა