თურქეთის საგარეო უწყება - აშშ-ში მიღებული რეზოლუცია მიუღებელ მუქარას შეიცავს

აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც თურქეთის მიერ რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შეძენას გმობს, მიუღებელ მუქარას შეიცავს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა და სასამართლო სისტემა შეურაცხყოფილია კონგრესის რეზოლუციაში მოყვანილი „უსამართლო“ და „დაუსაბუთებელი“ ბრალდებებით.

„მიუღებელია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ემსახურება ურთიერთნდობის გაძლიერებას. ასევე მიუღებელია მუქარის ენა, სანქციები და სხვადასხვა ხელოვნური ვადების დაწესება“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბოლო დროს აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამის მიზეზია რუსული იარაღის შესყიდვა, სირიისა და ირანის მიმართ პოზიცია, აშშ-ში თავშეფარებული ერდოღანის ოპონენტის ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია და სხვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა