თამარ ჩუგოშვილი - ძალიან აგრესიული ოპოზიცია გვყავს - არიან ადამიანები, რომელთაც პარლამენტში ხულიგნობის ნიშნები შემოაქვთ

პარლამენტში ძალიან აგრესიული ოპოზიცია გვყავს - არიან ადამიანები, რომელთაც პარლამენტში ხულიგნობის ნიშნები შემოაქვთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას.

“უმრავლესობის ლიდერმა ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, თუ ვინ ხულიგნობს პარლამენტში. ვინც ვერ სწავლობს, თუ როგორ შეიძლება პარლამენტში კოლეგები ერთმანეთს მოექცნენ, ვისაც არ შეიძლია აზრი დაპირისპირების გარეშე დააფიქსიროს, იმედია, პარლამენტი დროთა განმავლობაში ისე შეიცვლება, რომ ასეთი ქმედებების სივრცე დავიწროვდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ერთმანეთს სიტყვიერად გია ვოლსკი და გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა