თამარ ჩუგოშვილის აზრით, ეთიკის კოდექსის დარღვევაზე რეაგირების ფორმა ნებისმიერი დეპუტატისთვის დისკომფორტის შემქმნელი იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის აზრით, პარლამენტარის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევაზე რეაგირების ფორმა ნებისმიერი დეპუტატისთვის დისკომფორტის შემქმნელი იქნება.

“ეს არის რეპუტაციული ზიანი, რაც ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ეთიკის კოდექსით ფინანსური სანქციები გათვალისწინებული აღარ არის - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის უმრავლესობამ და ეს იყო მოთხოვნა, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან. ვფიქრობ, პარლამენტარებისათვის მნიშვნელოვანია, მათი რეპუტაცია არ დაზიანდეს და იმედია, სამომავლოდ მსგავსი ქმედებისგან თავს შეიკავებენ“, - აღნიშნა ჟუტნალისტებთან საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა.

ეთიკის კოდექსის თანახმად, თუ დეპუტატის მხრიდან ეთიკის დარღვევა დაფიქსირდება, ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდება იმ პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, რომელმაც დაარღვია კოდექსი, აგრეთვე დარღვევის მოკლე აღწერა. პარლამენტის წევრის მიერ კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში, ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს.

ეთიკის საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებენ. თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საბჭოში ოფიციალური საჩივრები წარდგენილი არ არის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა