მამუკა ბახტაძე - დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა

დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა და საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გახდეს ოქროს სტანდარტი ბიზნესის წარმოების სიმარტივის და იურიდიული გამჭვირვალობის კუთხით.

“ინვესტიციებს იზიდავს შესაძლებლობები, სადაც ბარიერები ყველაზე დაბალია. გადასახადები საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, ქვეყანა მე-7 პოზიციას იკავებს მსოფლიოში, ხოლო კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, ჩვენ შევდივართ ევროპის მოწინავე ოცეულში. მადლობელნი ვართ რეფორმების განხორციელების პროცესში თქვენი ჩართულობისთვის და სიამაყით აღვნიშნავთ ამ წარმატებაში ამერიკის შეერთებული შტატების წვლილს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს