ვახტანგ ძაბირაძე - ამერიკამ გადაწყვიტა, რომ ანაკლიის პორტზე მათი პოზიცია საზოგადოებას უნდა სცოდნოდა და თუ რატომ გადაწყვიტა - ეს ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს საქართველოს ხელისუფლებისადმი

ზოგადად ასეთი განცხადებები ხმამაღლა არ კეთდება, თანხმდება ხელისუფლებასთან, მაგრამ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ მათი პოზიცია საზოგადოებას უნდა სცოდნოდა და თუ რატომ გადაწყვიტა - ეს ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს საქართველოს ხელისუფლებისადმი, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, პომპეოს განცხადებამ წერტილი დაუსვა მოარულ ჭორებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით.

„ასეთი ღია განცხადება ბოლოს უღებს ჭორებს, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება, თითქოს ანაკლიის პორტით დასავლეთი და შტატები დაინტერესებული არ იყვნენ, რომ ფულის მოძიება არ იქნებოდა სწორი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ტვირთების მოძიება. ეს ნეგატიური ფონი ამ განცხადებით გამოირიცხა. ეს განცხადება ნიშნავს, რომ ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი უბრალოდ მხარს უჭერს ასეთი მძლავრი პორტის აშენებას. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ამერიკას აქვს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გარკვეული ყოყმანი არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. როდესაც ასეთი განცხადებები ღიად კეთდება ამან წერტილი უნდა დაუსვას ხელისუფლების ყოყმანს და ალბათ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გავუსვა, რადგან ამ ფაქტს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ: ანაკლიის პორტი ეს ის პორტია რომელიც სოხუმიდანაც კარგად ჩანს. ამიტომ ამ პორტს აქვს არა მხოლოდ ტრანზიტული, არამხოლო პოლიტიკური, არამედ გამაერთიანებელი მნიშვნელობაც“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა