მიხეილ სააკაშვილი - პარტიები თავის საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდიან

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაასახელა, რის გამოც არ უნდა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად უკრაინაში არჩევნებში მონაწილეობა.

მან განაცხადა, რომ ყველა პარტია თავის საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდის. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პარტიები ამ პირებს ინვესტორებს უწოდებენ და აღიარებენ, რომ აქვთ 10, 12, ან 16 ადგილი ინვესტორებისთვის.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურზე“ ვერ იტყვის ამას, „რადგან იქ სხვა ტიპის შერჩევა იყო და ამ პარტიაში გაწევრიანებისკენ ხალხი რეალურად მიილტვის“.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, სიაში ადგილების ფასები საშუალოდ ნახევარი მილიონიდან სამ მილიონ დოლარამდე მერყეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა