გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ამასთან, აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებამდე მისაყვანად სპეციალური ავტობუსებიც იმუშავებს.

ცნობისთვის, 2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;

მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს. რაც შეეხება მასწავლებლის ჯილდოს აღების მსურველებს, როგორც გორგოძემ განაცხადა, 800-მა პენსიონერმა პედაგოგმა გამოცდაზე გასვლაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უარი განაცხადა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, რის გამოც, ისინი რეგისტრაციიდან მოხსნეს.

2019 წლის გამოცდების განრიგი უკვე გამოქვეყნდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი