ზაზა სარალიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ხელმოწერებს უერთდება

ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა თითოეული ჩვენთაგანისთვის! - ასე იწყება ზაზა სარალიძის განცხადება, რომელიც მან სოციალურ ქსელში განათავსა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს. ზაზა სარალიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების ბლანკი აქვს დატანილი, აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ვალდებულია ხალხის ინტერესებს ერგებოდეს და თუ ეს ასე არ ხდება, ის ხალხის და სიმართლის მტერია.

„ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა თითოეული ჩვენთაგანისთვის! გადადეთ ყველამ პროფესია და წამით დაბრუნდით იმ იდილიაში, რასაც ჰქვია ტკბილი ოჯახი. ჩახედეთ შვილებს თვალებში და წამით წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ის დრო მოვიდეს, კითხვა დაგისვათ, თუ რა გააკეთე შენ როცა სიტყვა გეთქმოდა სიმართლის გვერდით ხმამაღლა დგომის. ეს დრო აუცილებლად მოვა! არ შეგეშინდეთ ხმამაღლა ყვირილი ჩვენ სიმართლე გვინდა!

მკვლელის დამალვა არაფერია, ვიდრე სიმართლის დამალვა და რაც უფრო ღრმად დაიმალება მით უფრო უფსკრულისკენ წავა ჩვენი ქვეყნის ბედიც და მომავალიც, რომელი მომავალიც ჩვენ უნდა შევქმნათ სიმართლეში ან ტყუილში.

არც ერთი ხელისუფლება არ იქნება დამნაშავე, თუ ჩვენ მათ მივეცით ნება თავიანთი პირადი ინტერესებით გვმართოს! ხელისუფლება ვალდებულია ხალხის ინტერესებს ერგებოდეს და თუ ეს ასე არ ხდება, ის ხალხის და სიმართლის მტერია“, - წერს ზაზა სარალიძე.

იხილეთ ვიდეო: "ეს შვილმოკლული მამის ვედრებაა" - ზაზა სარალიძე მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას უერთდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა