ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი ზოიძეს -  იცით, როგორი გამოსვლა გქონდათ,  დღეს თუ არა ხვალ კომუნიზმში შევდივართ

ბატონო აკაკი (ზოიძე) იცით როგორი გამოსვლა გქონდათ აი, დღეს თუ არა ხვალ კომუნიზმში შევდივართ,-ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს, რომელმაც კომიტეტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, საქართველოს პარლამენტი კანონების აღსრულების ნაწილში აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საკმარისად მკაცრი არ არის და ხშირად კანონმდებლობის აღსრულებაში პრობლემები იკვეთება.

„მარტივ მაგალითს გეტყვით: გუშინ იყო ადამიანი მოსული, რომელიც ამბობდა- „ერთი თვის განმავლობაში ვრეკავ მერიაში (ამ შემთხვევაში ხმაურის კანონზე იყო საუბარი) შვიდზე ვრეკავ და ათის ნახევარზე მოდის“. სხვადასხვა ადგილებში არის იგივე პრობლემა, მაგალითად: სიგარეტთან, მასობრივი სპორტის თუ განათლების სხვა საკითხების მიმართულებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ პარლამენტმა გაცილებით მკაცრად უნდა მოითხოვოს აღსრულების მექანიზმების განხორციელება? გაცილებით მკაცრი უნდა იყოს იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად ხელფასს იღებს და საქმიანობას არ ახორციელებს?! ხომ არ მოვიდა უკვე დრო, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები რომ გამოდიხართ დაასახელოთ სახელები და გვარები - ამ ადამიანმა ივარგა, ამ ადამიანმა - ვერ ივარგა. მე ვფიქრობ, რომ ასე გაცილებით საინტერესო იქნება კომიტეტის თავმჯდომარეების მოხსენებები, რადგან თქვენი მოხსენება არ არის უმნიშვნელო მოხსენება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო იმ უწყებებისთვის, რომელსაც თქვენ უწევთ ხელმძღვანელობას და აკონტროლებთ. ხომ არ მოვიდა დრო, რომ ცოტა მკაცრი იყოს კომიტეტის თავმჯდომარეების ტონი კონკრეტულ საკითხებზე? ჩავარდნებზე იყოს სერიოზული განხილვა?! -ეს უფრო მეტ ეფექტს მოგვცემს“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა