შრომითი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 1 ივლისიდან ინტენსიური მონიტორინგი იწყება

შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, 1 ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, იწყებენ ინტენსიურ მონიტორინგს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა კვლავ პრობლემად რჩება. შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, 1 ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, იწყებენ ინტენსიურ მონიტორინგს“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

უბედური შემთხვევების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, 13 ივნისს 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება სამუშაო შეხვედრა დეველოპერულ კომპანიებთან.

შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე გაუძღვება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს