ისრაელში დაკავებული ერთ-ერთი ქართველი ქალის შვილი - დედაჩემს ისრაელში დარჩენის  უფლება რომ ჰქონოდა,  საბუთები გააკეთებინეს, თუმცა დოკუმენტები  ყალბი აღმოჩნდა

ისრაელში დაკავებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის შვილის განცხადებით, მისი დედა სამართალდამცველებმა სამსახურში დააკავეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დედამისთან ერთად, კიდევ ორი ქალია დაკავებული. მისი თქმით, დედამისი ისრაელში 2 წლის წინ, 3-თვიანი სამუშაო ვიზით წავიდა, თუმცა შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. როგორც დაკავებული ქალის შვილი აცხადებს, ამ დროის განმავლობაში დედამისმა შესაბამისი სამუშაო საბუთი გააკეთა, რომლითაც ისრაელში გაჩერების უფლება ჰქონდა, თუმცა გაირკვა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს,

„დედა დღეს დააკავეს. სამუშაოდ იყო წასული და სწორედ ამ დროს დააკავეს. როგორც ინფორმაცია მომაწოდეს, ციხეშია გადაყვანილილი. დედასთან ერთად სხვა ქალბატონებიც არიან დაკავებულები. იმისთვის, რომ ისრაელში დარჩენის უფლება ჰქონოდა, საბუთები გააკეთებინეს, თუმცა დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა. არადა ამ საბუთში დაახლოებით 500 დოლარი აქვს გადახდილი. დედას დაკავების შესახებ ახლობელმა მაცნობა, რომელიც მასთან მუშაობდა“, - განაცხადა ისრაელში დაკავებული ქართველი ქალის შვილმა.

სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში მასობრივად აკავებენ. თუმცა საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. სამინისტროს განმარტებით, ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია.

„ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა