„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის დახმარებით, კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის დახმარებით, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ საცხოვრებელი სახლის მე-15 სართულზე გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით დაკეტილ ბინაში შესვლისას, „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სპეციალისტებს გაზქურის ონკანი ღია მდგომარეობაში დახვდათ.

კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დატოვონ გაზის ონკანები და დანადგარები ღია მდგომარეობაში.

„სწრაფი რეაგირების ჯგუფის ადგილზე მისვლისთანავე, უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა. შემოწმდა ჭები, სავენტილაციო არხები, სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორია. კომპანიის სპეციალისტებმა სპეციალური, მეთანის საძიებო ლაზერული აპარატით შემოწმებისას, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი კონცენტრაცია დაადგინეს.

ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით ბინაში შესვლისას, კომპანიის სპეციალისტებს გაზქურის ონკანი ღია მდგომარეობაში დახვდათ.

ამ დროისთვის კორპუსში საფრთხე მოხსნილია და გაზმომარაგება სრულად აღდგენილი.

კომპანია მადლობას უხდის სწრაფი რეაგირების სპეციალისტებს დროული მოქმედებისთვის და საფრთხის განეიტრალებისთვის. მადლობა, ასევე, მოქალაქეს, რომელმაც დროულად დარეკა ცხელ ხაზზე და საეჭვო სუნის შესახებ შეგვატყობინა. სწორედ ამ ქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

გაფრთხილებთ - არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის ონკანები და დანადგარები. სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ მათი მდგომარეობა. ნუ ჩაუვლით გულგრილად ადგილს, სადაც გაზის სუნი იგრძნობა.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა