14 წლის გოგონას დეიდა -  ბოლო დროს ბავშვს 2-ჯერ დაეჯახა მანქანა, რაც ეჭვს ბადებს, რომ შემთხვევითობა არ იყო - ყველა გარემოებას იქამდე მივყავართ, რომ „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია

ყველა გარემოებას მივყავართ იქამდე, რომ ბავშვი სახიფათო თამაშის, „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია, - ამის შესახებ14 წლის გოგონას დეიდამ ინეზა ბურდულმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა.

„დედამისმა ერთხელ შენიშნა, რომ რაღაცას თამაშობდა და მისი დანახვისთანავე გათიშა, თუმცა ბავშვი რაიმე სახიფათო თამაშის თამაშს კატეგორიულად უარყოფდა. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ბავშვს ორჯერ დაეჯახა მანქანა, რაც დიდი ეჭვს ბადებს, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. ძალიან ბევრი რაღაც მიდის იქითკენ, რომ ბავშვს ნათამაშები აქვს „ლურჯი ვეშაპი", - განაცხადა ბავშვის დეიდამ.

მისი თქმით, გოგონას ხელის არეში აღენიშება ნანემსარი, რომელიც სასწრაფოს გაკეთებული არ არის. გარდა ამისა, როგორც გოგონას დეიდას ექიმებმა განუცხადეს, ბავშვს გაკეთებული აქვს ისეთი რაღაც, რაც სისხლში კვალს არ ტოვებს, რადგან სისხლის ანალიზით ვერ დადგინდა თუ რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა. ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

„პოლიციამ 9 ივნისს, საავადმყოფოდან მიიღო შეტყობინება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია ჰქონოდა. დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების (მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” , - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში