ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ კანონპროექტს

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს, მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს კანონპროექტს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტზე.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა პროცესში მონაწილე მხარეებს და აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესება მათი ამოცანაა.

„დასრულდა რეფორმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე, მომზადდა კანონპროექტი ძალიან ფართო ჩართულობით. გუშინ განხორციელდა შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების. რომ არა მათი კონსტრუქციული მიდგომა, ეს რეფორმა ვერ განხორციელდებოდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს, მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს კანონპროექტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყოს თვითონ კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ასახულია ყველა ის ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, რომლის მიზანია, სასამართლოს ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის შემდგომი გაუმჯობესება, ასევე მინიშნება კონსენსუსზე. მადლობა ყველა მხარეს პროცესში მონაწილეობისთვის. ჩვენი ამოცანაა, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესება“,- განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს მიესალმება, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.

მათი ინფორმაციით, კანონპროექტში ასახულია ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა