„თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო რეფორმის პროცესში მონაწილეობას მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, წამყვან ოპოზიციურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას „თავისუფალი საქართველოს“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან შეცდომაა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე უარი და 2020 წლის არჩევნებისათვის კვლავ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მცდელობა.

„იმავდროულად მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საარჩევნო კანონმდებლობის სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოსწორება: პირველ რიგში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესების შეცვლა, ამომრჩეველთა სიის დაზუსტება, საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსების და არალეგალური ფულის გამოყენების აკრძალვა, აგრეთვე, საარჩევნო დავების ეფექტური მექანიზმების შეთანხმება“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო რეფორმის საკუთარ კონცეფციას 24 ივნისამდე გამოაქვეყნებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა