რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა სემინარში „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“

13-14 ივნისს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში OSCE-ს (ეუთო) ორგანიზებით სემინარი „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“ იმართება, რომელშიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი უკლებამ და სააგენტოს ანალიტიკოსმა, ზვიად ტყაბლაძემ მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სემინარის ძირითადი თემებია: ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის განსაზღვრა, მის წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკა და მექანიზმები - საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილებები, ასევე ცნობიერების ამაღლება გენდერის საკითხებში.

მათივე ინფორმაციით, სემინარში მონაწილეობდნენ: ეუთო-ს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის ოფიცერი, მოდერატორი, კამილა ბონოე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელი, იოჰანეს ჰაილერი, ნიდერლანდების ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და აღკვეთის კოორდინაციის პროექტის ხელმძღვანელი, ჯორდი დე სხეფერი და ესპანეთის ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის დაზვერვის ცენტრის სექციის ხელმძღვანელი, ტომას სანტამარია აგუდო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია