„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

13 ივნისს, 20:00 საათზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელეს სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება 14 ივნისის, 02:00 საათამდე შეზღუდული აქვს ზოგიერთ რაიონს.

უფრო კონკრეტულად, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ნაძალადევის რაიონში: ხუდადოვის, სარაჯიშვილის, გურამიშვილის, ჩარგლის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: ივერთუბანს, მარუაშვილის, ცაიშის და მიმდებარე ქუჩებს.

ისნის რაიონში: ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, სომხეთის, თელავის, სამრეკლოს და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ