თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ახალი მრავალფუნქციური კლინიკა - ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა.

მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს და 100 საწოლითაა წარმოდგენილი, ჯანდაცვის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ახალი სტრატეგიული ობიექტი იქნება, კლინიკის ადგილმდებარეობა კი, მის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი „ვივო მედიქალ ჯგუფის“ ახალი წარმატებული პროექტია, რომლის დაგეგმარება და აღჭურვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელდა.

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საბურთალოს ტერიტორიაზე მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიაროა. ის პაციენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია. მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს მის მთავარ მიმართულებას - ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად, გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია , მეანობა -ნეონატოლოგია.

გარდა საერთაშორისო დონის ხარისხის სამედიცინო სერვისებისა, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ცნობილი დარგის სპეციალისტებითაც გამოირჩევა. ახალ სამედიცინო ცენტრს ქმნიან ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან: მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე,რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე, გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი, ზოგადი ქირურგი- მამოლოგი სოსო სანიკიძე, ქირურგი-გინეკოლოგი დავით ყარსიმაშვილი, უროლოგი გიორგი ხვადაგიანი და დარგის სხვა წამყვანი სპეციალისტები.

„ჩვენი სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტიანი მკურნალობის გარანტია. ამას არა მხოლოდ ქართველი პაციენტების მზარდი ინტერესი მოწმობს, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქე პაციენტების მაღალი მომართვაც. ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის მუდმივი განვითარება ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენი ჩანაფიქრი დღეს უკვე რეალობად ვაქციეთ“,- განაცხადა „ვივო მედიქალ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა.

ჟორდანიას ბრენდს ჯანმრთელობის სფეროში განვითარების 66-წლიანი ისტორია აქვს - წარმატებული კლინიკის ისტორია იოსებ ჟორდანიას სახელს უკავშირდება. მასზე საუბარი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო როგორც ადამიანზე, რომელიც უამრავ ადამიანს უანგაროდ ეხმარებოდა და დღემდე გრძელდება, როგორც მოწინავე კლინიკის ფუძემდებელზე.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება, როდესაც პროფესორმა იოსებ ჟორდანიამ ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი დააარსა.

კლინიკის არსებობის განმავლობაში სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, 2016 წლიდან კი, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის VIVO Medical Group- ში გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს