მაიკ პომპეომ ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

მაიკ პომპეოს განცხადებით, აღნიშნული დასკვნა ამერიკამ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა.

ირანი ბრალდებებს უარყოფს. ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ვიღაცას ირანისა და საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობების გაფუჭება სურს.

შეგახსენებთ, ომანის ყურეში ორ ტანკერზე „Front Altair“ და „Kokuka Courageous“-ზე მცირე შუალედით აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.

ტანკერებზე 44 მეზღვაური იმყოფებოდა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა თამარ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გემზე მყოფი 50 წლის ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

იხილეთ ვიდეო: მაიკ პომპეომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა