გიორგი ტუღუში - აბაშიძე-კარასინის ფორმატი იმისთვის გამოიყენება, რომ კარასინის შფოთვა ვისმინოთ

რუსეთი რომ ნატო-ს ხსენებაზე ღიზიანდება და თავს ვერ იკავებს, ეს ყველამ კარგად ვიცით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებებს. ტუღუშის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ სვლა და რას იფიქრებს კარასინი, ეს მეორეხარისხოვანია.

"სამწუხაროა, რომ აბაშიძე -კარასინის ფორმატი ძირითადად, მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ კარასინის შფოთვა ვისმინოთ. საქართველომ, რა თქმა უნდა, საკუთარი სვლა ნატოსკენ უნდა განაგრძოს. კარასინი რას იფიქრებს, ჩვენთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ნატოში გაწევრიანებას და ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. რუსეთის შფოთვა, ალბათ, მერე უფრო მძაფრი იქნება, მაგრამ არ მგონია ამან რამე შედეგი გამოიღოს, რადგან ეს გზა გაიარა ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც დღეს უკვე ნატოს წევრია, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა.

რუსეთი ყველა ბერკეტს, მათ შორის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბერკეტებს იყენებს იმისთვის, რომ დაგვაშანტაჟოს და მე ვფიქრობ, როდესაც ვხედავთ, როგორ იზრდება რუსეთის წილი საქართველოს ეკონომიკაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება, ჩვენს დასაშანტაჟებლად მათი მექანიზმები უფრო გაძლიერდება - ჩვენ თუ გვინდა ნატო და ევროკავშირი, ისინი აღარ იყიდიან ჩვენს ვაშლსა და ღვინოს,"- განაცხადა ტუღუშმა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ჩვენი აზრით, ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველო არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ საქმიანობაში დაყრდნობა შეიძლება... და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატოს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილ ნათქვამს წარმოადგენს, არამედ ეს, ჩვენი აზრით, დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე, " - განაცხადა კარასინმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო