თბილისში ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

თბილისში გამართულ ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსზე International Wine Competition ოქროს მედალი 26-მა ღვინომ დაიმსახურა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამასთან ერთად, ვერცხლის მედლით 52 და ბრინჯაოს მედლით 133 ღვინო დაჯილდოვდა. მათივე ცნობით, კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში 81 კომპანიის წარმოებული 300-ზე მეტი ღვინის ნიმუში.

„კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში ჩატარდა.

გამარჯვებულ კომპანიებს ჯილდოები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და კონკურსის ჟიურის წევრებმა გადასცეს.

ჟიურის წევრებმა ოქროს მედალოსან ღვინოებს შორის 5 გამორჩეული ღვინოც დაასახელეს. კონკურსზე საკუთარი რჩეული ღვინოები რესტორატორებმაც გამოავლინეს. ჟიურის უცხოელმა წევრებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელს კონკურსში ახალგაზრდა მეღვინეები ფართოდ იყვნენ წარმოდგენილები, ასევე მიესალმნენ მეღვინე ქალბატონების გააქტიურებას ღვინის ინდუსტრიაში“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები და საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ. წელს კონკურსის ჟიურის წარმოადგენდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Tim Atkin, დიდი ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი - კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi, იაპონია), ღვინის მაგისტრი - ალისტერ კუპერი (Alistair Cooper, დიდი ბრიტანეთი), ღვინის ექსპერტი - მარჩელო რეტამალი (Marcelo Retamal, ჩილე), ოსტატი სომელიე - მეთიუ რობერტ ვილკინი (Matthew Robert Wilkin, დიდი ბრიტანეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (საქართველო), ღვინის ექსპერტი - გიორგი დაქიშვილი (საქართველო) და ღვინის ექსპერტი - ნიკა აღდგომელაშვილი (საქართველო).

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ იმართება. კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი - მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები, ნერგები, ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. გამოფენაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს.

WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა