პროექტის „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში, ქართველი მოსამართლეებისთვის სასწავლო ვიზიტი მოეწყობა

15-16 ივნისს, ევროკავშირის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში, მოეწყობა გასვლითი ღონისძიება - სასწავლო ვიზიტი ქართველი მოსამართლეებისთვის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება ბორჯომში, სასტუმროში „ბორჯომ-ლიკანი“ გაიმართება.

აღნიშნული სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლებიდან ქართველი კოლეგებისთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საჯარო შესყიდვების სფეროში მიმდინარე ევროპულ ტენდენციებზე, სამართლებრივ რეფორმებზე, დამკვიდრებულ ახალ მიდგომებზე, ასევე, დავების განხილვის ადმინისტრაციული პროცედურების კუთხით.

შეხვედრას სიტყვით გახსნის და წარუძღვება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე. მოწვეულ სპიკერთა შორის არიან მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს სლოვენიელი მოსამართლე მირო პრეკი და ავსტრიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე კარინ შნაბლი.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას იღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა