მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კორეის რესპუბლიკას სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი გააცნო

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კორეის რესპუბლიკას სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი გააცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან კორეის რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანია სამთო ტურიზმის გაცნობა, კორეის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა.

„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა სამთო ტურიზმის სფეროში მოღვაწე მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან. საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა, სადაც განხილული იყო საქართველოს მთის კურორტების პოტენციალი.

კორეის მხარემ გამოცდილება გაუზიარა ქართულ დელეგაციას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების კუთხით, ასევე გააცნო ადგილობრივი სამთო კურორტები,ზამთრის სპორტის სახეობები და კორეული წარმატებული მოდელი ოთხსეზონური კურორტების მართვაში.

მნიშვნელოვანია ისიც რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კორეის სათხილამურო ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა“, -აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ .

ცნობისთვის, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაცია კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო სამთო კურორტების პოპულარიზაციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა