გაერთიანებული ოპოზიცია  ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, მოსახლეობას უფასო იურიდულ მომსახურებას გაუწევს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, მოსახლეობას უფასო იურიდულ მომსახურებას გაუწევს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოში ოჯახური ძალადობის სტატისტიკა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვან ბავშვებზე, მზარდია. ჩვენ ასეთი ინიციატივით გამოვდივართ: ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით ჩვენ მოუწოდებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა აღნიშნული ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ ან იყვნენ, ჩვენთან მოვიდნენ და მათ უფასო იურიდიულ მომსახურებას გავუწევთ. გარდა ამისა, თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ მათ კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან დაკავშირებთ, რომლებიც შესაბამისად დაეხმარებიან", -განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ოჯახური ძალადობა ბოლო წლების განმავლობაში მზარდია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემების თანახმად, არასრულწლოვან შვილებზე განხორციელებული ძალადობის მიხედვით დაკავებულია 110 პირი, რომელთაგან 95 მამა(მამინაცვალი), ხოლო 15 კი-დედაა. ამ მონაცემებიდან, რომელიც შსს-ში შევიდა, 62 შემთხვევაში განმცხადებელი იყო დედა ან ბებია, 32 შემთხვევაში - ბავშვი, 2 შემთხვევაში - მანდატური, ერთ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე ერთ შემთხვევაში სოციალური სამსახური.

მისივე განცხადებით, ეს იმაზე მიგვანიშებს, რომ ჩვენ ქვეყანაში ოჯახური ძალადობის პრევენცია არ ხდება იმ დონით რა დონეზეც ეს უნდა იყოს. როგორც მან აღნიშნა, შეიცარიული ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, საქართველო ბავშვთა უფლებათა დაცვის ინდექსით 194 ქვეყნიდან 109-ე ადგილზეა, რაც, კატასტროფული შედეგია.

„სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიცია, „ძალა ერთობაშია" მოუწოდებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ან შესაძლო მსხვერპლებს მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციით დავეხმარებით" , - აღნიშნა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა