საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით საელჩოებს და ომბუდსმენს მიმართავს და სთხოვს, არ წაახალისონ ქვეყანაში მსგავი აქტივობები

საქართველოს საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს მოუწოდებს, გამოიჩინონ ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის მეტად მგრძნობიარე საკითხზე და ნუ წაახალისებენ მსგავს აქტივობებს. საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს მიმართავს.

„ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა