„მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, საცხოვრებელ კომპლექს, „მწვანე ალმასის“, მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, საცხოვრებელი კომპლექსის, „მწვანე ალმასი“, მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება.

„მწვანე ალმასის“ მშენებლობის სამივე ეტაპი 70.000 კვ.მ ფართობს მოიცავს და მისი საინვესტიციო ღირებულება 112 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობის პირველი ეტაპი 2016 წლის 28 მაისს დასრულდა. თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ დიღომში, ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია განთავსებული.

საცხოვრებელი ბინები, ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, საცურაო აუზები, სპეციალური სივრცეები სხვადასხვა სპორტული აქტივობებისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ფართები - ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც სჭირდება მომხმარებელს მყუდრო და მშვიდ, ქალაქის ხმაურიანი რიტმისგან მოშორებულ ადგილას საცხოვრებლად. თანამედროვე კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - სწორედ ასეთია „მწვანე ალმასი“.

ოლიმპიური კომპლექსი, მერიის მიერ დაანონსებული პროექტი, „დიღმის ჭალები“, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ - ეს ის პროექტებია, რომლებიც დიღმის რაიონის ამ კონკრეტულ უბანს კიდევ უფრო განავითარებს და მას დამატებით ღირებულებებს შემატებს. მისამართი: ბობ უოლშის ქ. 32 (ოლიმპიურ სოფელთან), დიღომი, თბილისი ინფორმაციისთვის: პროექტი „მწვანე ალმასი“ კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ მორიგი პროექტია.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ „მაქრო ჯგუფის“ ერთ-ერთი მიმართულების მამოძრავებელი კომპანიაა. მაქრო ჯგუფმა საქართელოში ინვესტიციების განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო. არსებობის 6 წლის განმავლობაში „მაქრო ჯგუფმა“ საქართველოში ათზე მეტი პროექტი განახორციელა, რომელში ჩადებული ჯამური საინვესტიციო მოცულობა 270 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა