დეკანოზი დავით ისაკაძე - მოვითხოვთ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლისგან,  მოუწოდოს ამ  ადამიანებს,  ტერიტორია დატოვონ, თორემ ხვალ აქცია გაიმართება აშშ-ს საელჩოსთან მოწოდებით, დატოვოს ამ ქალბატონმა ჩვენი ქვეყანა

კატეგორიულად მოვითხოვთ ქალბატონისგან, რომელიც აშშ-ს ელჩის მოვალეობას ასრულებს საქართველოში, მოუწოდოს ამ საცოდავ ადამიანებს, რომ ტეროტორია დატოვონ, თორემ ხვალ აქცია გაიმართება აშშ-ს საელჩოსთან მოწოდებით, დატოვოს ამ ქალბატონმა ჩვენი ქვეყანა,- ამის შესახებ დეკანოზმა დავით ისაკაძემ კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ითხოვენ, რომ კანცელარიის ტერიტორია დატოვონ "თბილისი პრაიდის" აქტივისტებმა, რომლებიც აქციას მართავენ.

„აშკარად ჩანს, ვინ მართავს საქართველოში პროცესებს. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ მართლა დამოუკიდებელი ქვეყანა, არა სიტყვით, არამედ საქმეებით. აშშ-ს ხელისუფლება ელჩის სახით პირდაპირ ერევა ჩვენს შიდა საქმეებში. მას უნდა, რომ აქ პროცესები მართოს და სიტუაცია დაძაბოს, ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს. როგორც ხედავთ, ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ, .არ გვინდა ეს დაპირისპირება, აშშ-ს ელჩს კი ეს უნდა“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა