მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის მონაწილეები დაიშალნენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის მონაწილეები დაიშალნენ. როგორც კონტრაქციის მონაწილე, ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "დაშლის თაობაზე ლოცვა-კურთხევა" მიიღეს. მისივე განმარტებით, ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ აქციას მომავალშიც გამართავენ.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, „თბილისი პრაიდის“ აქციის დაწყების წინ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ ლგბტ აქციის ჩატარება დაუშვებელი იყო. „თბილისი პრაიდის“ აქციასა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა, როდესაც კონტრაქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა სცადეს. მათ „თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებს ბოთლები და კვერცხები ესროლეს. ამასთან, კონტრაქციის მონაწილეებმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სახალხო დამცველის მოადგილეს კი - სიტყვიერი შეურაცხყოფა.

გვიან ღამით „თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა მათი რამდენიმე მხარდამჭერი - ნატა ფერაძე, ელენე ხოშტარია და სხვები მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებოდნენ, რაც კონტრაქციის მონაწილეების გაღიზიანებას იწვევდა. კონტრაქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ სანამ „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები სრულად არ დაიშლებოდნენ, ისინი არ წავიდოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან. თავის მხრივ, „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ისინი ადმინისტრაციის ტერიტორიას მხოლოდ კონტრაქციის შეწყვეტის შემდეგ დატოვებდნენ.

კონტრაქციაზე პოლიციამ 20-ზე მეტი პირი დააკავა, მათ შორის მოქალაქე, რომელმაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი