თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობის ნაწილს რუსული პასპორტები გადასცეს

თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობის ნაწილს რუსული პასპორტები გადასცეს. უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული პასპორტი პირველმა 60-მა ადამიანმა გამარტივებული წესით მიიღო.

პასპორტების გაცემის პროცესი საზეიმო ვითარებაში გაიმართა. შესაბამის ბრძანებას კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში მოაწერა ხელი. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ისინი არაკანონიერად ჩათვლიან რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს.

პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, უკრაინა არასდროს აღიარებს პასპორტებს, რომლსაც აგრესორი ქვეყანა გასცემს. გროისმანმა მხარდაჭერისთვის პარტნიორ ქვეყნებსაც მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა