გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფეხმძიმის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი გარდაბნის საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს, რადგან შეუძლოთ გრძნობდა თავს, ექიმებმა გასინჯეს, გადაუღეს ექოსკოპია და სახლში გაუშვეს. მოგვიანებით, ფეხმძიმე ქალი კვლავ შეუძლოდ გახდა და გვიან ღამით ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

ქალი 8 თვის ფეხმძიმე იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს, დანიშნულია ექსპერტიზები.

იხილეთ ვიდეო: "ორი წამალი დაუნიშნეს, საღამოს ისევ ტკივილი დაეწყო" - რატომ ადანაშაულებს სოფელ ნაზარლოში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ოჯახი ექიმებს?

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა