თამარ ჩუგოშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებზე -  ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები მიუღებელია

სრულიად მიუღებელია განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები და საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მას ადეკვატური რეაგირების იმედი აქვს.

„ძალიან სამწუხარო იყო, რასაც ვაკვირდებოდი ჟურნალისტებთან დაკავშირებით. ვნახე, რომ განსაკუთრებული აგრესია იყო და ეს სრულიად მიუღებელია. მე როგორც ვიცი, დაკავებულები არიან სხვადასხვა პირები, რომლებიც მსგავს ქმედებებში იყვნენ შემჩნეულები. შემიძლია ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელია განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები და საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა. მგონი, რეაგირებაც ადეკვატური იქნება",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს. აქციაზე რამდენიმე ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს