ხატია დეკანოიძე მოლდოვის პოლიციის უფროსად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანას  მხოლოდ ექსპერტული რჩევებით დაეხმარება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მოლდოვის პოლიციის უფროსად ინიშნება. როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ქვეყანას მხოლოდ ექსპერტული რჩევებით დაეხმარება, თუმცა ის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნას გამორიცხავს.

„პირდაპირი ჩართვა მქონდა გუშინ მოლდოვის ერთ-ერთ არხზე, სადაც შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მთხოვა, ოლიგარქის გაქცევის შემდეგ როდესაც დავიწყებთ ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის გამართვას, თუ შეიძლება დაგვეხმაროთ და თქვენი ექსპერტიზა გამოვიყენოთო. რაშიც, რასაკვირველია, დავეხმარები ექსპერტიზით და ჩვენი გამოცდილებით. მაგრამ არავითარი წასვლა მოლდოვაში პოლიციის უფროსად არ ხდება. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოლდოველ კოლეგებს და ყველა მიმართულებით დავეხმარებით. მე აქ ვარ, აქ ვრჩები, სანამ ოლიგარქია არსებობს საქართველოში. ასევე ღია ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიმართაც იყო შეთავაზება ექსპერტიზით დახმარებაზე. რასაკვირველია, ყოველთვის შესაძლებელია ჩვენი გამოცდილება კოლეგებს გავუზიაროთ, რომლებიც მნიშვნელოვან ეტაპს გადიან, მაგრამ ნებისმიერი ოფიციალური დანიშვნა მოლდოვაში გამორიცხულია. ყველა მიმართულებით შეგვიძლია დავეხმაროთ - ექსპერტიზით, რეფორმებით, ანტიკორუფციული რეფორმებით და ა.შ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დეკანოიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ მოლდოვას საქართველოში განხორციელებული პატრულის რეფორმის პროექტიც შესთავაზოს.

„თუ იქნება სურვილი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს ამ წარმატებას. ქართული პოლიციის რეფორმა, რომელიც ჩვენმა გუნდმა განახორციელა, არის ძალიან წარმატებული პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში. ამიტომ ამ მიმართულებით ნებისმიერ რჩევას და დახმარებას, რასაკვირველია, გავუწევთ. მაგრამ ჩემი მხრიდან ეს იქნება მხოლოდ ექსპერტული რჩევა და გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა