ემზარ კვიციანი - სოციალურ ქსელში დაუძახეს ქართველ კაცებს, მე ქართველი კაცი ვარ და მოვედი ამ აქციაზე

სოციალურ ქსელში დაუძახეს ქართველ კაცებს, მე ქართველი კაცი ვარ და მოვედი ამ აქციაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, პროცესები დასავლეთიდან იმართება, რასაც აშშ-ის და ბრიტანეთის ელჩების განცხადება ადასტურებს. დეპუტატის თქმით, პროცესი რუსეთის ინტერესში არ არის, რადგან რუსეთის ელჩს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

„სოციალურ ქსელში დაუძახეს ქართველ კაცებს, მე ქართველი კაცი ვარ და მოვედი ამ აქციაზე. მაწუხებს ის თემა, რაც წამოიჭრა და ის კვირეული, რომელიც უნდათ ჩაატარონ ქვეყანაში და ვემიჯნები გეი პროპაგანდას. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი, კავკასიელები. გასაგებია, მივისწრაფით ევროპისკენ და იქ ბევრი კარგი რამ ხდება, იქეთ რომ გავიწიოთ, უკეთესია. სწორედ გარეძალებისგან არის მოხვეული ის, რაც ხდება. ეს გარე ძალები არიან ელჩები, როგორც ამერიკის, ისე ბრიტანეთის, აბა რუსეთის ელჩს არ გაუკეთებია ეს განცხადება"- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციას საქართველოში ელჩი არ ყავს, ვინაიდან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია.

სოციალურ ქსელში დაუძახეს ქართველ კაცებს, მე ქართველი კაცი ვარ და მოვედი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა