ფოთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის  წევრი ფოთის პოლიციიდან ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

ფოთში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობი წევრი გიორგი აბულაძე ფოთის პოლიციიდან ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ტაეკვონდოს მწვრთნელებსა და გიორგი აბულაძეს შორის ჩემპიონატზე დაიწყო, რაც მოგვიანებით დარბაზის გარეთ გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს.

მწვრთნელების თქმით, აბულაძე მათ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. მათივე ინფორმაციით, პროვოკაცია აბულაძემ შეგნებულად მოაწყო.

შსს გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან ტაეკვონდოს მწვრთნელები და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა