ლევან ვასაძე - ძალიან სჭირდებათ,  რომ გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდის

ძალიან სჭირდებათ, რომ გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდის,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

როგორც ვასაძემ განაცხადა, დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის აცილებაა.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენს სამშობოლოს ავარიდოთ არეულობა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, წესრიგი, სიყვარული და ზნეობა. ჩვენ აქ არეულობისთვის არ მოვსულვართ. ჩვენი ერი, ქვეყანა დაიღალა გაუთავებელი არეულობით, წვალებით, ომებით, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ემოციების გარეშე, სახალხო ორგანიზების მეშვეობით ავარიდოთ ჩვენ თავს ის, რასაც გვახვევენ გარედან, რაც არის მიუღებელი ჩვენი ტრადიციისთვის და სამშობლოსთვის. რას გვთავაზობენ ჩვენ ახლა? ახლა რისი ჩატარებაც უნდათ აქ ეს არის გვირგვინი, ფინალი, ბოლო ლურსმანი ეროვნული სულის და ეროვნული სხეულის კუბოში. ძალიან სჭირდებათ, რომ გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდის, რომ ეს არის ის რუბიკონი, რომლის იქითაც ზნეობრივ ადამიანს ეუფლება უკიდეგანო დაღონების განცდა, რომ მან ვერაფერი შეძლო და რომ ეს გარდაუვალია. ეს არ მოხდება საქართველოში“,- განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძე ვერის ბაღში მხარდამჭერებს ხვდება. შეკრება ლოცვით დაიწყო, რომელიც სასულიერო პირმა წაიკითხა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა