ლევან ვასაძე პოლიციელებს - რომელ განყოფილებაშიც წაიყვანთ,  იქ მოგაკითხავთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენიანს

მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები - არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს,- ასე მიმართა სამართალმდამცველებს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე, სადაც განაცხადა, რომ თბილისში სახალხო რაზმები დაიწყებენ პატრულირებას.

ვასაძის თქმით, სახალხო რაზმებს კომბლებიც ექნებათ, რომელთაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ.

„არ ვარ მიამიტი კაცი, ისევე როგორც ყველა, ვინც აქ შეიკრიბა და ძალიან კარგად მესმის, რომ როდესაც ჩვენ დავალაგებთ ჩვენი სამხედროების, მორაგბეების და მოჭიდავეების ხელმძღვანელობით კორდონების გარღვევის სტრატეგიებს - ეს იქნება სოლისებური შესვლება, ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. ჩვენ გვესმის, რომ პირველი ათეული შევა, ვერ გაანგრევს, მაგრამ არევს, მეორე დაასუსტებს და მესამე შევა, მეოთხე, მეხუთე ხომ შევა. ჩვენ ეგ არ გაგვიჭირდება, ქართველმა კაცმა იცის, რომ უნდა დაეცეს იმისთვის, რომ დროშა წინ წავიდეს. მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები - არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების, თუ თქვენს ხელმძღვანელობას ჭკუა არ ეყო და მაინც დაგაყენეს იქ, გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს. ჩვენ არ მოვალთ იქ იარაღით, ჩვენ მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით“,- განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძის განცხადებით, ის, რაც რამდენიმე დღის წინ კანცელარიასთან მოხდა, აღარ განმეორდება.

„მინდა მივმართო ჩვენც პოლიციელებს, ის რაც თქვენ გააკეთეთ კანცელარიასთან აღარ გამოგივათ. არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ. სტაცებთ ხელს ვინმეს ათეულში? ათეული გამოესარჩლება მას. არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება. თუ რაღაც სასწაული მოხდა და ჩვენს ლომივით მეომრებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი თქვენს თავს დააბრალეთ. სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც იქ მოგაკითხავთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენიანს. ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ გაგვაჩეროთ, არის ტყვია და გთხოვთ, მე მესროლეთ ის პირველი ტყვია,- განაცხადა ვასაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს