„ევროპული საქართველო“ ლევან ვასაძის განცხადებებზე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას,  დროულად დაიწყოს ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი დევნა

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი დევნა, ამ ძალების უკან რუსეთის სახელმწიფო დგას, რომლის ინტერესიცაა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველო“ ბიზნესმენ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებს.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ „ხელისუფლების უმოქმედობა ამ დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის“.

„ბოლო დღეების მანძილზე პუტინისტური და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან გრძელდება უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები, რაც ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის. ასეთი მოწოდებები, საქართველოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცული არაა. ხელისუფლების უმოქმედობა ამ დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად დაიწყოს ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი დევნა. ბოლო დღეებში ამ ჯგუფებმა უკვე არაერთხელ იძალადეს ან სცადეს ძალადობა საქართველოს სხვა მოქალაქეებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ „ლევან ვასაძე და ამ ჯგუფის სხვა ლიდერები ღიად და დაუფარავად საუბრობენ სისხლის სამართლის დანაშაულების დაორგანიზების შესახებ და სხვებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ“.

„ეს ჯგუფი არამარტო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას აპირებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანაცვლებასაც გეგმავს, რაც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას გამოიწვევს, ეს კი მტრული სახელმწიფოს ინტერესებშია. „ამ ძალების უკან რუსეთის სახელმწიფო დგას, რომლის ინტერესიცაა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და კონტიტუციური წესრიგის მოშლა“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს