„დიდი ოცეულის“ სამიტზე მსოფლიო ოკეანეში პოლიეთილენის ნარჩენების შემცირების პირველ საერთაშორისო შეთანხმებას მიაღწიეს

„დიდი ოცეულის“ სამიტზე მსოფლიო ოკეანეში პოლიეთილენის ნარჩენების შემცირების პირველ საერთაშორისო შეთანხმებას მიაღწიეს. იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრის განმარტებით, შეთანხმებაში პოლიეთილენით დაბინძურებასთან ბრძოლის საერთო წესებია ფორმულირებული.

დოკუმენტზე მუშაობა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობას კი წევრი ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები იღებდნენ. შეთანხმებაში პოლიეთილენით დაბინძურების წინააღმდეგ გაწერილ კონკრეტულ ნაბიჯებს შორის ინოვაციური მეთოდების მხარდაჭერაც შედის, თუმცა კრიტიკოსების თქმით, ზოგიერთი პუნქტი ზედმეტად ზოგადია და მათი შესრულება ქვეყნების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

გარემოს დამცველების თქმით, შეთანხმების პუნქტები სავალდებულო უნდა იყოს და მკვეთრად უნდა გაიწეროს მიზნებიც და სამოქმედო გეგმებიც.

იხილეთ ვიდეო: დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიო ოკეანეში პოლიეთილენის ნარჩენების შემცირების პირველ საერთაშორისო შეთანხმებას მიაღწიეს

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს