დიმიტრი ცქიტიშვილი დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე - ვერ დაგიდასტურებთ, არ მაქვს ინფორმაცია

ჩვენ გარკვეული სამუშაო პროცესი გვაქვს დაგეგმილი და მე არ მქონია იმის წინაპირობა, რომ გადაყენებას აპირებენ ან გადადგომას აპირებდა, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

„რა ინფორმაციაც გავრცელდა მედიაში, იმის იქით ინფორმაცია მე არ მაქვს. ეს არის საკითხი, რომელსაც საპარლამენტო მხარდაჭერა არ სჭირდება. შესაბამისად, შეიძლება პრემიერ-მინისტრმა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ გარკვეული სამუშაო პროცესი გვაქვს დაგეგმილი და მე არ მქონია იმის წინაპირობა, რომ გადაყენებას აპირებენ ან გადადგომას აპირებდა. თუ რამე სხვა ხდება ან პირადი მიზეზი აქვს არ ვიცი, გამოჩნდება დღეს, ხვალ, თუ ეს არის რეალური ინფორმაცია. მე ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია",-აცხადებს ცქიტიშვილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, სერგეენკო გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა